საქართველოს ბანკის მიერ ჩვენი კომპანიის ქონების დასაკუთრება ივანიშვილის პირადი შურისძიებაა- ლევან აღდგომელაშვილი

10.01.23 14:53
საქართველოს ბანკის მიერ ჩვენი კომპანიის ქონების დასაკუთრება ივანიშვილის პირადი შურისძიებაა- ლევან აღდგომელაშვილი

,,ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი, ,,საქართველოს ბანკის"  მხრიდან მათი ერთერთი კომპანიის ქონების დაყადაღების ფაქტს ეხმიანება და მას ,,ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელზე, ზაზა ოქუაშვილზე, ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებას უკავშირებს. 

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანიის გაკოტრების მმართველს უთხრა, რომ ჩემი მეურვეობის ქვეშ მყოფი კომპანია რომ არის, მისი ქონება გაიტანე აუქციონზე და გაყიდეო.

როცა საჯარო რეესტრმა მიიღო ეს დოკუმენტები, ნახა, რომ სხვა კომპანიის აუქციონი ჩატარდა და სულ სხვა კომპანიის ქონება არის გაყიდული, შეკითხვა არ გასჩენია, ეს რანაირად შეიძლებოდა, მომხდარიყო. ამ კომპანიის, რომელიც აუქციონთან არ იყო დაკავშირებული, მისი საკუთრების უფლება გააუქმა და დაურეგისტრირა ,,საქართველოს ბანკს".

საქართველოს სასამართლოში დავიწყეთ დავა და ქონება, რომელიც ,,საქართველოს ბანკს" აქვს უკანონოდ, გავხადეთ სადავო. ამის მიუხედავად, იხელთეს დრო და გამონახეს დრო, ახალი წლის დადგომიდან 20 წუთში, ,,საქართველოს ბანკის" წარმომადგენელი ათობით ადამიანი მივიდა იმ შენობაში, სადაც დაცვის გარდა არავინ იმყოფებოდა, ბუნებრივია, მათ კი ამ ხალხს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

,,საქართველოს ბანკის" თანამშრომლებმა, შენიღბულებმა მოახდინეს უკანონო ბორდერიზაცია. 

არ მგონია, რომ საქართველოში არ არის რამე დარჩენილი, რასაც არ აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი.  აქედან გამომდინარე, ცალსახად ჩანს, რომ ეს ყველაფერი, რაც მოხდა, ემსახურება მის პირად შურისძიებას. - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

დღეს ,,ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ მას  ,,ომეგა ჯგუფის" ტერიტორია, შოუ რუმები, სერვის ცენტრები და ,,მთავარი არხის" სტუდიები ჩამოართვეს. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ ეს დაკვეთა პირადად ბიძინა ივანიშვილმა გასცა. 

მსგავსი სიახლეები