სუსმა ჩაწერა 4 დიალოგი, ბავშვიც კი მიხვდება, რომ მონტაჟია - რომან გოცირიძე სკანდალურ აუდიოფაილზე

10.01.23 15:16
სუსმა ჩაწერა 4 დიალოგი, ბავშვიც კი მიხვდება, რომ მონტაჟია - რომან გოცირიძე სკანდალურ აუდიოფაილზე

ვინ გაავრცელა და რა მიზნებს ემსახურებოდა სკანდალური აუდიოფაილი, რომელიც ნიკა მელიას საუბარს ასახავს? ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ენმ-ს თავმჯდომარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარულად ჩაწერა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე,  თავს არიდებს კითხვას, თუ ვის ხედავს სკანდალური ფაილის გავრცელების უკან, თუმცა აღნიშნავს, რომ ის დამონტაჟებულია.

ეს არის ამაზრზენი და ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ჩანაწერით, მით უმეტეს, ფალსიფიკაციით რაღაც მიზნის მიღწევა. 

რა თქმა უნდა, ეს არის გაკეთებული სუსის მიერ.  4 დიალოგია ჩაწერილი მრავალი წლის განმავლობაში, ამას ბავშვიც კი მიხვდება, რომ მონტაჟია. თუმცა, გავრცელებულია ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტის მიერ. 

ამ ჩანაწერის შესახებ უკვე 2 თვეა, ყველამ იცის. ამაზე ,,ტვ პირველის" ეთერშიც ილაპარაკა ეკა ხერხეულიძემ, რომ პარტიის აქტივს ამ ჩანაწერს ასმენინებენ - აცხადებს რომან გოცირიძე.  

ამ დრომდე არ არის დადასტურებული აუდიოფაილის ავთენტიკურობა. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი  ნიკა მელიას განმარტებებს ელოდებიან.

სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე საათი გავიდა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერს ამ თემაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

 

მსგავსი სიახლეები