მელია და ხაბეიშვილი ასეთი ბინძური ფორმით ებრძვიან ერთმანეთს - ალუდა ღუდუშაური სკანდალურ აუდიოჩანაწერზე

10.01.23 15:26
მელია და ხაბეიშვილი ასეთი ბინძური ფორმით ებრძვიან ერთმანეთს - ალუდა ღუდუშაური სკანდალურ აუდიოჩანაწერზე

ეს ბატონები ასეთი ბინძური ფორმით ებრძვიან ერთმანეთს - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური, დარწმუნებულია, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, სკანდალური ჩანაწერი მისმა კონკურენტმა, ლევან ხაბეიშვილმა, გაუვრცელა. 

ეს ბატონები, (მელია და ხაბეიშვილი) ასეთი ბინძური ფორმით ებრძვიან ერთმანეთს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, გავახსენო, როგორი ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ ნიკანორ მელია და ხაბეიშვილი, როგორ ფიცულობდნენ ერთმანეთის მზეს. 

ალბათ იტყვიან, რომ პოლიტიკაში ყველაფერი ,,მოსულა", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. 

სკანდალური აუდიოფაილი, სადაც ნიკა მელიას საუბარია ასახული,  ინტერნეტში გუშინ გავრცელდა. ამ დრომდე მასზე განმარტება ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს არ გაუკეთებია.  

მსგავსი სიახლეები