ჩვენს პარტიაში ბევრი ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარედ ხაბეიშვილის კანდიდატურას ემხრობა - ბექა დავითულიანი
მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ს თავმჯდომარედ ხაბეიშვილის კანდიდატურას ვემხრობით, სკანდალურ ჩანაწერებთან არავითარი კავშირი არ გვაქვს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა დავითულიანმა, განაცხადა.
დავითულიანს მიაჩნია, რომ სკანდალური ჩანაწერების გავრცელება ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებული შიდა დაპირისპირების შედეგია.
ბრალს გვდებენ, გუშინ გვდებდნენ ბრალს, ყოველ შემთხვევაში, რომ ამ ჩანაწერთან კავშირი აქვს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნების" ბევრი წევრი, ისევე, როგორც მე, ,,ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში ვემხრობით ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, ბევრი ფიქრობს ჩემსავით ჩვენთან, ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს.
ეს არის ,,ნაცმოძრაობის" ხელწერა, თვითონ ამ პარტიის წევრები გამოვიდნენ და ხელი ვანო მერაბიშვილს დაადეს.
ჩვენთვის ეს სულ ერთია, ვიცით, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში" საქმე კარგად არ მიდის. - განაცხადა ბექა დავითულიანმა.