არ უნდა დავუშვათ, რომ დამარცხებული რუსეთის მონა-მოსამსახურეები აღმოვჩნდეთ - თაკო ჩარკვიანი
არ უნდა დავუშვათ, რომ დამარცხებული რუსეთის მონა-მოსამსახურეები აღმოვჩნდეთ - ,,კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, პროგნოზირებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი დამარცხდება, საქართველოს ხელისუფლება კი ფსონს დამარცხებული ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებს.
დამარცხებული რუსეთის მონები არ აღმოვჩნდეთ. ამაზე დიდი სირცხვილი არ მგონია, რომ რამე იყოს.
ამისკენ მიჰყავს ყველაფერი ჩვენს ხელისუფლებას. ეჭვი მეპარება, რომ ეს მხოლოდ შიში არ არის, მათ სურთ რუსეთი და არ უნდა დავუშვათ, რომ დამარცხებული რუსეთის მონა-მოსამსახურეები აღმოვჩნდეთ. - ამბობს თაკო ჩარკვიანი.