ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ,,ლელო" ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა
ანაკლიიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩაშლილი პროექტის შესახებ თბილისში მყოფ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს, ბენ ჰოჯერს, ბადრი ჯაფარიძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
რატომ დაინტერესდა გენერალი ჰოჯერსი ანაკლიის პროექტით? ეს სავარაუდოდ პრემიერ ღარიბაშვილის დაპირებამ გამოიწვია, რომელმაც დააანონსა, რომ პორტის მშენებლობის პროეცესში ახალი ინვესტორი შემოვიდოდა.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ამოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ დაემორჩილოს რუსეთის ბრძანებებს, რადგან ,,კრემლი უკვე გვამია" და განავიტაროს საკუთარი ეკონომიკა, რომლის შემადგენელი ნაწილიც ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება.
საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, დადგებიან თუ არა ისტორიის სწორ მხარეს, ან დარჩებიან კრემლის მხრიდან ხელფეხშეკრულები. ახლა კრემლი ფაქტობრივად გვამია.
საქართველოს მომავალია, რომ იყოს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური ჰაბი. რომ იყო პორტალი, უნდა გქონდეს შესაბამისად პორტი. ამიტომაც ვარ დაინტერესებული ანაკლიის პროექტით. ეს არის საუკეთესო საშუალება საქართველოსთვის, განავითაროს ეკონომიკური პოტენციალი. იმისთვის, რომ მოიზიდოთ ინვესტორები გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, მთელი ევროპიდან, ისინი უნდა იყვნენ თავდაჯერებულები, რომ რეგიონი დაცულია, რომ იურიდიული და საბანკო პროცესი გამჭვირვალეა, ხოლო ინვესტიციები დაცული იქნება.
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას აქვს მისაღები. უნდათ თუ არა ნამდვილად ეს - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.