თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს მთელს მსოფლიოს შოკში ჩააგდებს - ექსკლუზიური ინტერვიუ მაგნიტსკის სიის ავტორთან
ექსკლუზიური ინტერვიუ ბილ ბროუდერთან. მაგნიტსკის სიის ავტორი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა წამებით კლავს, ამით კი მძიმე ცხოვრების განაჩენს იმზადებს.
ბროუდერი ღიად და საჯაროდ აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს მთელს მსოფლიოს შოკში ჩააგდებს და ეს იქნება გამოუსწორებელი ზიანი საქართველოს მთავრობისთვის.
"ერთია რა ხდება მის ირგვლივ, მეორეა ვინ არის პასუხისმგებელი. მე ეს ყველაფერი გავიარე. სერგეი მაგნიტსკი ნელნელა წამებით, სიკვდილამდე მიიყვანეს. ჩვენ ზუსტად ამას ვხედავთ, ჩვენს თვალწინ, ყოფილ პრეზიდენტის წინააღმდეგ. ეს კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში და უნდა დასრულდეს. მიხეილ სააკაშვილის ფოტომასალის ნახვის შემდეგ, ვერ გავჩუმდებოდი. მთავრობის მიმართ კითხვები არ მაქვს. მე ვგმობ ნებისმიერი სამართალდამცველი ორგანოსა და ნებისმიერი მთავრობის ქმედებას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ასე ღიად აწამებს. ეს არ უდნა ხდებოდეს. თუ მთავრობა ფიქრობს, რომ როგორღაც ისინი ამას გადაიტანენს, ძალიან ცდებიან. ღმერთმა დაიფაროს, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს მთელს მსოფლიოს შოკში ჩააგდებს, ეს იქნება გამოუსწორებელი ზიანი საქართველოს მთავრობისთვის. მაგნიტსკია რ იყო ცნობილი ადამიანი. ის წამებით სიკვდილამდე მიიტყვანეს. მსოფლიოშ მისი სახელობის 35-მდე კანონი შეიქმნა. ეს მოხდა უცნობი ადამიანის შემთხვევაში. მიხეილ სააკაშვილი კი საზოგადოებისათვის უცნობი არაა, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. მისი წამებით სიკვდილამდე მიყვანა კატეგორიულად მიუღებელია". - ამბობს ბროუდერი.