ამ ყველაფრის მიღმა პუტინი დგას, ის ცდილობს შური იძიოს სააკაშვილზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ბროუდერთან

10.01.23 17:05
ამ ყველაფრის მიღმა პუტინი დგას, ის ცდილობს შური იძიოს სააკაშვილზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ბროუდერთან

მაგნიტსკის სიის ავტორი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან პუტინი დგას. 

ბროუდერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ამ გზით სურს, რომ შური იძოს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.

ბროუდერი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მიმართ ჩადენილი ქმედება არის მესიჯი ზელენსკისთვის, თუ რა ელის მას მომავალში.

სანქციების სიის შემქმნელი შავ სიაში მოხვედრას პრაქტიკულად უწინასწარმეტყველებს მინისტრებს, პროკურორებს, ციხის ექიმებს - ყველას, ვინც პასუხისმგებელია ექს პრეზიდენტის სიცოცხლეზე.

მაგნიტსკის სიის ავტორი ინტერვიუში პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

"ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმირ პუტინი დგას. ის ცდილობს შური იძიოს მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მას უპატივცემულოდ ექცეოდა. ასევე ეს, არის მესიჯი ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, აი რა დაგემართება შენც მომავალში, ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ. საქართველო არ არის ძლევამოსილი ქვეყანა, არის პატარა ქვეყანა და ამიტომ მისგან ელოდებიან წესიერებასა და ღირსებას დასავლეთში, ამიტომ მთავრობამ ის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაგზავნოს, თუ ამ გზას არ აირჩევენ , მაშინ თავადვე მოაწერენ ხელს ძალაუფლების დაკარგვას. მე ვფიქრობ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება,  რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება. ეს ქართველ პოლიტიკოსებს დიდ თავის ტკივილს გაუჩენს, იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ ეს ადამიანი -სააკაშვილი მოკვდება, მათ წინ მძიმე ცხოვრება ელოდებათ". - ამბობს ბროუდერი. 

მსგავსი სიახლეები