კაცი ისეთ ტექსტებს წერს და ამონტაჟებს, აი, სუსს რომ შეშურდებოდა ნამდვილად - ზვიად კუპრავა ხაბეიშვილს

10.01.23 17:07
კაცი ისეთ ტექსტებს წერს და ამონტაჟებს, აი, სუსს რომ შეშურდებოდა ნამდვილად - ზვიად კუპრავა ხაბეიშვილს

პალტო კი არა „კურტკაც“ არ იყო საყიდელი შენთვის. ის ყავისფერი დუტი უნდა გეცვას მანამ, სანამ შენი ფულით არ იყიდი შემდეგს -  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზვიად კუპრავა, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს, მიმართავს და მას ენმ-ში არეულობის შეტანაში ადანაშაულებს.

კაცმა პალტოზე რატომ დაწერეო და ეწყინა, შეიძლება სამართლიანადაც. იგივე კაცი ისეთ ტექსტებს წერს და ამონტაჟებს, აი, სუსს რომ შეშურდებოდა ნამდვილად. პალტო კი არა „კურტკაც“ არ იყო საყიდელი შენთვის.

ის ყავისფერი დუტი უნდა გეცვას მანამ, სანამ შენი ფულით არ იყიდი შემდეგს. ხო, კრიტიკოსებისთვის... ,,შენი ფულით" არის აქ საკვანძო სიტყვა და არა ყავისფერი დუტი - წერს ზვიად კუპრავა.

გუშინ სოციალურ ქსელში ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ნიკა მელიას საუბარია ასახული. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩანაწერების გავრცელების უკან ლევან ხაბეიშვილის ინტერესი იკვეთება. 

მსგავსი სიახლეები