მხოლოდ რუსეთმა მიიღო სარგებელი იმით, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს - ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძეს, მიაჩნია, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩავარდნით იხეირა, არის რუსეთის ფედერაცია. ამის შესახებ ,,ლელოს" ლიდერმა საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანთან, ბენ ჰოჯესთან, შეხვედრისას ისაუბრა.
ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, კრემლმა ისარგებლა იმით, რომ საქართველოში ანაკლიის პროექტი ჩავარდა და თავად განავითარა თავის ქვეყანაში ღრმაწყლოვანი პორტები.
ჩვენ ვისაუბრეთ ამ თენებზე, როგორ უნდა განმტკიცდეს საქართველოს უსაფრთხოება, როგორ დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში. ვისაუბრეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
300 მილიონი დოლარი, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს უნდა 51%-იანი მონაწილეობა ამ პროექტში, სახელმწიფო ბიუჯეტში ასეთი თანხა არ არსებობს.
სახელმწიფო, რომელმაც სარგებელი მიიღო იმით, რომ დღეს საქართველოს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ამ პერიოდში განავითარა თავისი ღრმაწყლოვანი პორტები. - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს, ანაკლიის პროექტი 51%-იანი თანამონაწილეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს.