ამაზრზენია, ვერ ვიქნები პარტიაში იმ ადამიანთან ერთად, ვისაც შეუძლია ეს იკადროს - წითლიძე სკანდალურ ჩანაწერზე
ამაზრზენს უწოდებს ნიკა მელიაზე გავრცელებულ ჩანაწერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე.
"ტვ პირველის" ეთერში ოპოზიციონერმა თქვა, რომ არ ეგულება პარტიაში ადამიანი, ვისაც შეეძლო ეს ეკადრა.
ვინც ეს ჩანაწერი გაავრცელა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მტერი.
ის, რომ დღეს ჩნდება ეჭვი, რომ ეს ვიღაცამ გაავრცელა შიგნით, ეს ხო ყველაზე მეტად აწყობს „ქართულ ოცნებას“. ეხლა ყველაფერი ისე არის ერთმანეთში აზელილი, ვერ გაარჩევნ ვინ მტყუანია და ვინ მართალი. ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ კადრების გამავრცელებელი, ის არი არის „ანციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ის არის მტერი.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ჩანაწერებით ნიკა მელიას მიაყენა ზიანი, მინდა ვუთხრა, რომ ცდება. ამით ზიანი მიაყენა საკუთარ თავს და „ნაციონალურ მოძრაობას“.
ვიცოდი, რა თქმა უნდა ამ ჩანაწერების შესახებ და ვერ ვუკავშირებ ვერავის პარტიის რიგებიდან, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ამაზრზენი რამ. ვერ ვიქნები პარტიაში იმ ადამიანთან ერთად, ვისაც შეუძლია ეს იკადროს. ამიტომაც მე არ მეგულება ერთი ადამინიც კი ჩემს პარტიაში, რომელსაც შეუძლია ეს იკადროს", - თქვა წითლიძემ.