ალუდაა, ხევსურია თუ ვიღაცაა, ვეფხვია თუ ლომია, თავის საქმეს მიხედოს - ხაჭაპურიძე ღუდუშაურს პროკურატურაში უჩივლებს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ალუდა ღუდუშაურის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
შალვა ხაჭაპურიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თქვა, რომ "ოცნების" დეპუტატის განცხადება იყო პირდაპირი მუქარა და ღუდუშაურს ურჩია თავის სქმეს მიხედოს.
"ღუდუშაურმა თქვა წითელი ხაზები გადაკვეთაო. რას ვეტყვი იცი, თავის საქმეს მიხედოს. სადაც არის ეკონოკიას მიხედოს და საკანონმდებლო ბაზარს მიხედოს. ალუდაა, ხევსურია თუ ვიღაცაა, ვეფხვია თუ ლომია, თავის საქმეს მიხედოს. მისი განცხადება მუქარაა აბა რა არის. საადვოკატო საქმინობაში ხელის შეშლა და მის წინააღმდეგ შევიტან საჩივარს პროკურატურაში", - თქვა ხაჭაპურიძე.
ცეცხლს ეთამაშებიან - ასე გამოეხმაურა "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ადვოკატმა ერთ-ერთ ექთანს პირადი მონაცემები გამოართვა.
ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საშიშ ფაზაში გადადის და სააკაშვილის უფლებადამცველს ურჩევს წითელი ხაზები არ გადაკვეთოს.