საერთაშორისო წნეხი მზარდია, წრედი იკვრება და ძალიან მძიმედ დააწვება "ოცნებას" - მინაშვილი

11.01.23 13:27
საერთაშორისო წნეხი მზარდია, წრედი იკვრება და ძალიან მძიმედ დააწვება "ოცნებას" - მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი აკო მინაშვილი მაგნიტსკის სიის ავტორის განცხადებას მიესალმება და ამბობს, რომ საერთაშორისო წნეხი მზარდია და მალე ძალიან მძიმედ დააწვება "ოცნებას".

მინაშვილის თქმით, ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა და შეეზღუდებათ უფლებები სანციების კუთხით. 

"ადამიანის სიცოცხლის საკითხზეა მსჯელობა და ყველა ვხდავთ, რომ უარსედება და უარესდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. ბროუდერის სიტყვები ნიშნავს კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ პოზიციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლებების დარღვევაში, ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა და შეეზღუდებათ უფლებები სანციების კუთხით და ამის მაგალითი გვაქვს ჩვენ. 
საერთაშორისო წნეხი ძალიან მზარდია და ეს ნიშნავს იმას, თუ რამდენად დიდი ყურადღებაა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე
ეს წრედი იკვრება და ძალიან მძიმედ დააწვება „ქართულ ოცნებას“, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ამყოფებს მესამე პრეზიდენტს", - ამბობს მინაშვილი.

მაგნიტსკის სიის ავტორი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან პუტინი დგას. 

სანქციების სიის შემქმნელი შავ სიაში მოხვედრას პრაქტიკულად უწინასწარმეტყველებს მინისტრებს, პროკურორებს, ციხის ექიმებს - ყველას, ვინც პასუხისმგებელია ექს პრეზიდენტის სიცოცხლეზე.

მაგნიტსკის სიის ავტორი ინტერვიუში პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

 

მსგავსი სიახლეები