ბროუდერი ტყუილა ნუ შეწუხდება სიების შედგენით და თავს უხერხულობაში ნუ ჩაიგდებს - მიქანაძე
"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე მაგნიტსკის სიის ავტორს ურჩევს, ტყუილა ნუ შეწუხდება სიების შედგენით.
მიქანაძე ამბობს, რომ ბროუდერის განცხადებით, ქვეყანაზე უფრო წინ მიხეილ სააკაშვილი დგას, რომელიც მმართველი გუნდის წევრის თქმით, განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებით არის დაკავებული.
"მე მოვუწოდებდი ამ ადამიანს, რომ თავს უხერხულობაში ნუ ჩაიგდებს მსგავსი განცხადებების გაკეთებით, იმიტომ, რომ მის იმიჯზე მოქმედებს ეს. ასევე ვეტყოდი, რომ ტყუილად ნუ შეწუხდება რაიმე სიების შედგენით, რადგან ეს ქვეყანა შენდება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, ის სასამართლოს წინაშე წარსდგება. ბროუდერის განცხადებით, ქვეყანაზე უფრო წინ დგას მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი მიზანმიმართულად ახორციელებს საკუთარი ჯანმრთელობსი დაზიანებას. იმიტომ, რომ ის ხედავს, რომ მოატყუეს თავიანთმა თანაგუნდელებმა, დააპირდნენ რევოლუციას.
მაგნიტსკის სიის ავტორი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან პუტინი დგას.
სანქციების სიის შემქმნელი შავ სიაში მოხვედრას პრაქტიკულად უწინასწარმეტყველებს მინისტრებს, პროკურორებს, ციხის ექიმებს - ყველას, ვინც პასუხისმგებელია ექს პრეზიდენტის სიცოცხლეზე.
მაგნიტსკის სიის ავტორი ინტერვიუში პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.