თუ არადა მაგნიტსკის სიის ანალოგს დავწერ, ამორფული მსჯელობაა - სერგეენკო ბროუდერზე
"ოცნების" წევრის, დავით სერგეენკოს თქმით, ბროუდერის მხრიდან მაგნიტსკის სიის მსგავსი სიის დაწერით დამუქრება ამორფული მსჯელობაა და მეტი არაფერი.
სერგეენკო ამბობს, რომ 12 რეკომენდაციაში სააკაშვილის შესახებ არაფერი წერია.
რაღაცის გატოლება ევროინტეგრაციასთან, უბრალოდ უადგილო არის. რადგან ბროუდერი ასე ფიქრობს და, თუ არადა მაგნიტსკის სიის ანალოგს დავწერ და ამის დაკავშირება იმასთან, რომ „ქართული ოცნება“ ძალით აფუჭებს სააკაშვილტთან მიმართებაშ საქმეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდეს, ეს ძალიან ამორფული მსჯელობაა. ეს 12 პუნქტი უნდა დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენ განვაგრძოთ ამ გზაზე მსვლელობა და ამ პუნქტში არ წერია ამ ადამიანის (სააკაშვილის) სახელი და გვარი", - თქვა სერგეენკომ.
მაგნიტსკის სიის ავტორი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან პუტინი დგას.
სანქციების სიის შემქმნელი შავ სიაში მოხვედრას პრაქტიკულად უწინასწარმეტყველებს მინისტრებს, პროკურორებს, ციხის ექიმებს - ყველას, ვინც პასუხისმგებელია ექს პრეზიდენტის სიცოცხლეზე.
მაგნიტსკის სიის ავტორი ინტერვიუში პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.