სააკაშვილის სია სამ დღეში გახდება ცნობილი - ინფორმაციას "პირველებს" შალვა ხაჭაპურიძე უდასტურებს
მიხეილ სააკაშვილის სია სამ დღეში გახდება ცნობილი. ინფორმაციას "პირველებს" პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უდასტურებს.
მაგნიტსკის სიის ქართული ვარიანტის შესახებ მსჯელობა დღეიდან იწყება.
სააკაშვილის ადვოკატები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდებიან. სანქციების კანდიდატები არიან მინისტრები, პროკურპრები, მოსამართლეები, გლდანის და რუსთავის ციხის თანამშრომლები, ასევე გორის ჰოსპიტალის ექიმები.
"ჩამოვყალიბდებით იმ გვარებზე და იმ პროცედურებზე, რაც ამისთვის უნდა განხორციელდეს. დღეიდან დაიწყება მსჯელობა. გარკვეული სახელები და გვარები უკვე ცნობილია, თუმცა სანამ არ ჩამოვყალიბდებით, ამას საჯაროდ არ გავავრცელებთ. 2-3 დღეში, წესით, ეს უკვე ჩამოყალიბებული უნდა იქნეს.
იქ ძალიან ბევრი ადამიანია, მაგალითად გორის ჰოსპიტალის ეპიზოდები რომ ავიღოთ, გლდანის დაწესებულების ეპიზოდები რომ ავიღოთ. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებიც შეიძლება მოხვდნენ ამ სიაში,"- ამბობს ხაჭაპურიძე.
სიაში იქნება თუ არა მალხაზ ურთმელიძე, შალვა ხაჭაპურიძე ამის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ბილ ბროუდერი, რომლის სიამაც პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა პუტინის რეჟიმს, სააკაშვილის სიის შედგენაზე იწყებს მუშაობას.