პოდოლიაკის შეფასებები არის უტიფარი - გია ვოლსკი
მიხაილო პოდოლიაკის შეფასებები არის უტიფარი - საპარლამენტო უმრავლერსობის ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის, ,,ქართული ოცნების" მისამართით ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველის მიერ გამოთქმული კრიტიკას არ მოსწონს.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ პოდოლიაკი ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არ ამჩნევს.
პოდოლიაკის გამოთქმა და შეფასებები არის უტიფარი. იგი თუ იმის მერე ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის, ტრიბუნალისადმი მიმართვა, რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
პოდოლიაკი უტიფრად აგრძელებს ,,ნაცმოძრაობის" პოლიტიკას, რაც გასაკვირი არ არის, ანდა პრაქტიკულად ვერაფერს ვერ ხედავს.
ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი, რათა უკრაინას მივაწოდოთ, გაგავაჩნია გენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეულიუ რესურსი, რასაც ვაწვდით - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.