ჩაშლილი პარაკლისი გურიის სასაფლაოზე - საპატრიარქოს განცხადება
ჩაშლილი პარაკლისი გურიის სასაფლაოზე - "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გამოეხმაურა.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.
როგორც ირკვევა, აღნიშნული გაუგებრობა კომუნიკაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ამჟამად პრობლემა მოგვარებულია და სასულიერო პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სასაფლაოებზე გასვლა, პანაშვიდის გადახდა და საფლავების კურთხევა"- წერს საპატრიარქო.
უპრეცენდენტო შემთხვევა გურიაში, მოიდანახეს სასაფლაოზე, მოხდა. სასულიერო პირებს უჭირთ ახსნან, რატომ ჩაუშალა პოლიციამ პარაკლისი. სასაფლაოზე მისულ მამა ერმალაოსსა და მამა ლონგინოზს ლოცვა შეაწყვეტინეს და ტერიტორია დაატოვებინეს.
"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე 30-მდე პოლიციელთან ერთად ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი, გიორგი შარაშენიძეც, იმყოფებოდა.