სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში "ოცნება" ცდილობს პასუხიმგებლობა მოიხსნას - მასიმო დი ანჯელო
მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი "ხალხის ძალის" განცხადებას "პირველებთან" საუბრისას ეხმაურება.
მასიმო დი ანჯელო აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ქვედანაყოფმა პრაქტიკულად ხელისუფლების გეგმა დაანონსა.
დეანჯელო „პირველებთან“ ამბობს, რომ ამ განცხადებაში ნახსენებია პატრონები და ზუსტად არის დარწმუნებული, რომ პატრონებში „ხალხის ძალა“ აშშ-ს გულისხმობს და ცდილობენ რომ აშშ-ს დააბრალონ სააკაშვილის მოსალოდნელი მკვლლელობა.
ადვოკატი პირდაპირ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის გაგრძელება და ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა სრულად დააკისრონ აშშ-ს.
"ხალხის ძალის" განცხადებამ ქარველი ხალხი შოკში ჩააგდო. ეს ადამიანები ამბობენ, რომ საკაშვილის მოკვლა მის პატრონებს უნდათ და პატრონებში რა თქმა უნდა იგულისხმება შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები. ეს არის რუსული პროპაგანდა. მმართველ პარტიას აქვს მჭიდრო კავშირები კრემლთან. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი განცხადება, რადგან , სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში "ქართული ოცნება" ცდილობს პასუხიმგებლობა მოიხსნას. ამ განცხადების მიზანია საააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში დაადანაშაულონ კონკრეტულად შეერთებული შტატები. ჩვენ ვიცით რომ ის მოწამლეს მძიმე მეტალებით, მათ შორის ვერცხლისწყლით და დარიშხანით, მიმდინარე სასამართლო სასამართლო პროცესების პარალელურად, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა", - აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატი უახლოეს დღეებში სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით ვაშინგტონის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებს მიმართავს. მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციასაც.