კონკრეტული ფატები არ გაგვაჩნია, რომ ვინმე სააკაშვილის მოკვლას აპირებს - "ხალხის ძალის" შეცვლილი რიტორიკა
"ხალხის ძალამ" რიტორიკა შეცვალა. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ კონკრეტული მტკიცებულება არ გააჩნია იმის შესახებ, რომ ვინმე მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს და ამასთან დაკავშირებით გამოძიება არ უნდა დაიწყოს სპეციალურმა საგამოძებო სამსახურმა.
მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე ტიპის გამოძიების დაწყებაზე იყოს საუბარი, თუმცა ამას უწყებები თავად გადაწყვეტენ. მაგრამ, თუ ვინმე შეიძლება ამ შემთხვევაში ინფორამციის წყარო იყოს, ეს არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენ მივუთითეთ. ჩვენი დაბარება და ზოგადად, საქმის აღძვრა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს რაიმე კონკრეტული ფატები და ინფორმაცია, არამედ ჩვენ რეალურად საზოგადოებას დავანახეთ ის სურათი, ლოგიკური ჯაჭვი, რაც იკვრება ბოლო 2-3 თვის განმავლობაში“, - ამბობს მაჭარაშვილი.
თუ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხიდან ვერ გაათავისუფლებენ, მას მოკლავენ და ,,ქართულ ოცნებას" დააბრალებენ, - ასეთი განცადება გააკეთეს ივანიშვილის დეპუტატებმა ორი დღის წინ.