დისკრედიტაციის კამპანია - თამარ კინწურაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე

04.05.21 13:41
დისკრედიტაციის კამპანია - თამარ კინწურაშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციაზე შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მესამე სექტორში დისკრედიტაციის კამპანიად აფასებენ. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, თამარ კინწურაშვილის, თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთებისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. 

დისკრედიტაციების კამპანიები ყველა იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ხელისუფლების კონტროლს მიღმა არიან, შემაშფოთებელ ტენდენციას იღებს. ცხადია, არავინ არ არის ხელშეუხებელი და ობიექტური კრიტიკა დასაშვებია და ჯანსაღი პროცესია, მაგრამ იმის თქმა, თუ მათი დღის წესრიგით რატომ არ მოქმედებს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობოა და არა სამთავრობო, თავისთავად კრიტიკული განსჯის საგანია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ," - ამბობს თამარ კინწურაშვილი. 

"ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ Factcheck "ევროპული საქართველოს" დანაყოფია. 

მსგავსი სიახლეები