გახარიას პარტიაზე არაფერს ვფიქრობ, ყურადღებას არ ვაქცევ - ზურა გირჩი ჯაფარიძე

24.01.23 11:42
გახარიას პარტიაზე არაფერს ვფიქრობ, ყურადღებას არ ვაქცევ  - ზურა გირჩი ჯაფარიძე

ახლად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანების წევრები გახარიას გუნდის ბრალდებებს პასუხობენ. ,,გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ ექსპრემიერის გუნდი ნომინალური ფაქტორია იმ ბრძოლაში, სადაც ისინი არიან შესული, ამიტომაც მათ ბრალდებებს ყურადღებას არ აქცევს.

არ მგონია, რომ გახარიას პარტია რაიმე ფაქტორი იყოს იმ ბრძოლაში, სადაც მე ვარ, ამიტომ მათზე არაფერს არ ვფიქრობ. ყურადღებას არ ვაქცევ - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

გახარიას გუნდის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ახლად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება, მათ შორის, ,,დროა", ,,გირჩი მეტი თავისუფლება" და  ,,სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა და მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები