თუ რეორგანიზაცია "რეპრესიაა", თვითონ რაც გააკეთეს, "რევოლუციური გადატრიალებაა?" - დოლიძე ხაბეიშვილს
თუ რეორგანიზაცია "რეპრესიაა", თვითონ რაც გააკეთეს, "რევოლუციური გადატრიალებაა?" - ასე პასუხობს ნიკა მელიას თანამოაზრე ბაჩო დოლიძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც ენმ-სთავმდჯომარე რეპრესიების დაანონსებაში დაადანაშაულა.
დოლიძის თქმით, გამარჯვების შემდეგ რეორგანიზაცია ბუნებრივი პროცესია და ამაში გასაკვირი არაფერია.
განმარტება სჭირდება სიტყვა „რეპრესიის“ ბატონ ლევანს. რა რეპრესიაზეა საუბარი, უკაცრავად? მაშინ, ის, რაც გააკეთეს, რა დავარქვათ? რევოლუციური გადატრიალებაა, ის, რაც თვითონ გააკეთეს? რა რეპრესიები, ჩეულებრივი ამბავია. ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, ის კანდიდატი აკომპლექტებს გუნდს, რომელთან ერთადაც მოდის. აბსოლუტურად ბუნებრივია, როდესაც წარმოადგენ სხვა გუნდს და გინდა კანდიდატად სხვა ადამაიანი, ეს ბუნებრივი მოცემულობაა. პეტრემ თვითონ არაერთ ეთერში განაცხადა ამის შესახებ, წაგების შემთხვევაში ჩეულებრივად შეხვდებოდა ამას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი არის პარტიაში, რომელიც სამწუხაროდ, ჩრდილშია გარკვეული მიზეზების გამო და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი წამყვანი პოზიცია უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ პარტია გაჯანსაღდეს. რეგიონებზე განსაკუთრებით დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი. ძალიან ცუდი და დიდი შეცდომა იყო, რომ ერთ ადამიანს მივაბარეთ ეს ყველაფერი, რომელმაც საბოლოოდ, სათავისოდ არჩევნებისთვის გამოიყენა და იყენებს და ამ რესურსს, - თქვა დოლიძემ.
გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელიამ "ნაციონალურ მოძრაობაში" რეორგანიზაცია დაანონსა. ამის შესახებ მან გუშინ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემდეგ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას პეტრე ცისკარიშვილი ვეღარ დაიკავებს.