როგორ გამოდგება ივანიშვილთან ბრძოლის ლიდერად ხაბეიშვილი, რომელიც ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებას გაექცა - ბობოხიძე
,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა გუშინ ,,ტვ პირველის" ეთერში გააჟღერა.
აკაკი ბობოხიძე ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხაბეიშვილმა პარტია არა სააკაშვილ-ბოკერიას დაპირისპირების გამო დატოვა, არამედ - იმ მიზეზით, რომ 2016 წელს ის მელიამ საკრებულოს სიაში არ ჩასვა.
მინდა, გამოვეხმაურო ხაბეიშვილის განცხადებას, მან განაცხადა, რო 2016 წელს ,,ნაცმოძრაობა დატოვა" იმის გამო, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილი მიშას პარტიას ახევდა.
სამარცხვინოდ მიგვაჩნია ის ხაზი, რის გარშემოც ენმ-ში დაპირისპირება მიმდინარეობს, ეს არის დაპირისპირება არ იდეების, ღირებულებების, ქვეყნის ინტერესების, არამედ იმ ხაზის გამო, რაც ხაბეიშვულმა სცადა, გადმოეტანა ,,ევროპულ საქართველოში".
სამარცხვინოდ მიგვაჩნია მოსაზრება, რომ პარტიაში ბრძოლა მიდის არა იდეებისთვის, არამედ რომელიღაც ლიდერის ინტერესების დასაცავად.
მიგვაჩნია, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ეს პროცესი სამარცხვინოა.
მეორე - ლევან ხაბეიშვილი იტყუება და დაემსგავსა ,,ქართულ ოცნებას", რომელიც ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ისვრის ტყუილებს.
ლევან ხაბეიშვილი იტყუება, როცა აცხადებს, რომ ენმ-დან მისი გასვლის მიზეზი ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ფაქტორი იყო.
პარტიიდან გასვლის მიზეზებზე საუბრობს ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელსაც გაჰყვა ხაბეიშვილი. ამის არქივი არსებობს, სადაც არსად არ არის საუბარი ბოკერია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე.
უფრო მეტი, თუ ასეთი დაპირისპირება არსებობდა, მაშინ მიშას ერთგულებაზე თავის დამდებ ხაბეიშვილს პარტიამ კი არ უნდა დაეტოვებინა, არამედ, იქ ბრძოლა გაეგრძელებინა მიშას მხარდასაჭერად.
2016 წელს ნიკა მელიას შეთავაზებით ლევან ხაბეიშვილი არ აღმოჩნდა თბილისის საკრებულოს სიაში.
ბოლოს კი ნახევრად მწარე ირონიით, კაცი, რომელიც ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას გაექცა, რამდენად გამოდგება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერად? - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.