სააკაშვილის სიაზე მტკიცებულებები აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადას და ევროკავშირს წარედგინება - ექსკლუზიური ინტერვიუ ბროუდერთან
მაგნიტსკის საერთაშორისო სიის ავტორი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, სააკაშვილის სიაზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ის ახლა ელოდება მტკიცებულებებს, რათა, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს ის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, კანადის მთავრობას და ევროკავშირს.
ბროუდერი ამბობს, რომ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის წამებაში მონაწილე ყველა პირი დასანცირდეს.
ჩვენ ვიცით რა სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს მტკიცებულებები, ამიტომ სააკაშვილის თანაგუნდელებთან ვმუშაობთ, რომ დავრწმუნდეთ მტკიცებულებები, რომელსაც ისინი მოგვაწოდებენ მოექცევა იმ სტანდარტში, რომელიც შემდეგ მათ სანქცირებამდე მიგვიყვანს. მათზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოგვაწოდებენ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მტკიცებულებებს შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, კანადის მთავრობას და ევროკავშირს წარვუდგენთ.
ჩემი განზრახვით, როგორც კი სია შედგება თანდართული მტკიცებულებებით, მათ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს გადავცემთ, მივცემთ მტკიცებულებებს, რომელიც მათ სჭირდებათ, რომ ეს ადამიაანები მაგნიტსკის სიაში დაამატონ. რასაც მე ვხედავ, ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ნელი სიკვდილით მოკვლა.
როცა მტკიცებულებები იარსებებს, არის საკმაოდ მაღალი ალბათობა იმისა, რომ ადამიანები დასანქცირდებიან. დასავლეთში ამ ქეისის მიმართ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია , იმ მთავრობის მიმართ, რომელიც პოლტიკურად მოტივირებული მიზეზით ყოფილ პრეზიდენტს წამებით კლავს, ეს არის ის რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის მიუღებელია," - ამბობს ბროუდერი.
ექსკლუზიური ინტერვიუ მაგნიტსკის სიის ავტორთან - ლონდონში გამართული შევხდრის შემდეგ ბილ ბროუდერმა "ტვ პირველის" კითხვებს უპასუხა.
მაგნიტკის სიის ავტორმა "პირველებთან" სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან და მესამე პრეზიდენტის ამერიკელ ადვოკატნთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.