,,ოცნება" თქვენს გაცუცურაკებას აპირებს - ლევან ხაბეიშვილის მიმართვა ოპოზიციას

04.05.21 18:51
,,ოცნება" თქვენს გაცუცურაკებას აპირებს - ლევან ხაბეიშვილის მიმართვა ოპოზიციას

მივმართავ კოლეგა ოპოზიციონერებს, ხელისუფლება თქვენს გაცუცურაკებას აპირებს - ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას მოუწოდებს, არ მისცეს ,,ოცნებას" საშუალება, მიიღოს ამნისტიის კანონი. ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პარტიის აღნიშნული ინიციატივით ,,გავრილოვის ღამის" ჯალათები  პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.

,,ოცნება" ისტორიის გადაწერას აპირებს, რადგან ,,20 ივნისის" საქმეზე 78 პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი. ალოგიკურია, ,,გავრილოვის ღამეს" თურმე მშვიდობიანი მანიფესტანტები თავს დაესხნენ პოლიციას და თავპირი დაალეწეს. ამ ისტორიის გადაწერაში მონაწილეობას ღებულობენ ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, თხოვნაც მქონდა, ნუ მიიღებთ ამაში მონაწილეობას, ,,ოცნება" თქვენს გაცუცურაკებას აპირებს. ის კანონპროექტი, რაც შემოიტანეს, შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, ერისთვის. ისტორიისთვის, რომ თურმე ,,გავრილოვის ღამის" დამნაშავეები შეწყალებულები უნდა იყვნენ. რად უღირთ ან თანამდებობა, ან სკამი, როცა ასეთ ამნისტიაზე დათანხმდნენ. ყოველგავრი ნიშნის მოგების გარეშე ვეკითხები კოლეგა ოპოზიციონერებს, თქვენ ფიქრობდით, რომ ასეთი ამნისტია უნდა მიგვეღო? ეს გამოსავალია? ამნისტია შარლ მიშელმა იმიტიომ შემოგვთავაზა, რომ მელია ყოფილიყო თავისუფალი.  შარლ მიშელს ის კი ადარდებდა, თვალების დამთხრელი ხალხი ყოფილიყო თავისუფალი, არამედ მელია - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

,,ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ,,20 ივნისის" საქმეზე ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება მოახდინა.