რეზოლუციაში დადებითად არის შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე პროგრესული საკითხები - რატი იონათამიშვილი

27.01.23 14:17
რეზოლუციაში დადებითად არის შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე პროგრესული საკითხები - რატი იონათამიშვილი

,ქართული ოცნება" ოპოზიციისგან განსხვავებით, ევროკავშირის რეზოლუციას  თავისებურად აღიქვამს და  განმარტავს.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი, აცხადებს, რომ ევროპელმა დიპლომატებმა ქვეყანაში მიმდინარე პროგრესული საკითხები დადებითად შეაფასეს.

რეზოლუციაში დადებითად არის შეფასებული ის პროგრესული საკითხები, რაც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 

რაც შეეხება პოლარიზაციას, მე ვფიქრობ, რომ იწყება არჩევნები ,,ნაციონალურ მოზრაობაში", ეს არჩევნები კი დაასრულებს ამ პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი, სასამართლო სისტემაში აუცილებლად გასატარებელი რეფორმები და მედიასთან ხელისუფლების მწვავე დამოკიდებულება - ევროკავშირმა რეზოლუციაში იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.  

მსგავსი სიახლეები