ექსკლუზივი: როგორ იყენებენ რუსები ქართველი სტუდენტების ანგარიშებს

28.01.23 21:16
ექსკლუზივი: როგორ იყენებენ რუსები ქართველი სტუდენტების ანგარიშებს

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხელშია  ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო  გვერდის ავლა.

სქემა ასე მუშაობს - მოსკოვიდან, სწრაფი გზავნილების ოპერატორების, "ზალატაია კარონას" ან "უნისტრიმის" საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს პირად ანგარიშებზე რუსულ ფულს ურიცხავენ. ერთი ტრანზაქცია 1900 დოლარია, ჯამში ერთი პირზე თვეში მხოლოდ 10 ათასი დოლარის გამორიცხვა შეუძლიათ. ამიტომ ახალგაზრდას ფულს ნაწილ-ნაწილ ურიცხავენ. გაწეული სამუშაოსთვის კი ახალგაზრდებს 50 ლარს ურიცხავენ. 

"შაბათის ეთერმა" პეკინის გამზირზე იმ ოფისის რუს მფლობელს მიაგნო, სადაც რუსეთიდან ქართველი ახალგაზრდების ანგარიშებზე ფული ირიცხება და შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნაღდდება. ოფისი მფლობელი ყველაფერს ადასტურებს და გვიმტკიცებს, რომ ეს კანონიერია. ოფისში სადაც ყოველდღიურად კოლოსალური თანხების გადმორიცხვა ხდება დასაქმებულებს ხელფასი იმის მიხედვით ენიშნებათ, რამდენი ფიქტიური ანგარიშის მობილიზებასაც შეძლებს. 

ირკვევა, რომ თაღლითური გზით ფულის გადმორიცხვას რუსეთიდან საქართველოში რამდენიმე ჯგუფი ახორციელებს. ოფისები ვაკეში, საბურთალოზე და ძველ თბილისშია განთავსებული, თუმცა პოლიციის რეაგირება არსად ჩანს. 

ოკუპანტი ქვეყნიდან გამოგზავნილი მილიონების შესახებ ინფორმაციას "შაბათის ეთერს" კონფიდენტი აწვდის. ახალგაზრდა ამბობს, რომ მსგავსს ოფისში რამდენიმე თვე იმუშავა, როდესაც სიებზე წვდომა მოიპოვა და სქემა გაშიფრა თაღლითურ საქმიანობაზე უარი თქვა.

 

მსგავსი სიახლეები