"რუსების ოფისი თქვენი მოწყობილი იქნება" - ვოლსკი "ტვ პირველს"

29.01.23 17:37
"რუსების ოფისი თქვენი მოწყობილი იქნება" - ვოლსკი "ტვ პირველს"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ თბილისის ცენტრში რუსების ოფისი, სადაც, სავარაუდოდ,  ფულს ათეთრებენ, "ტვ პირველის" მოწყობილია.

სახელისუფლებბო გუნდის წევრის თქმით, ქალაქის ცენტრში მსგავსი სახის უკანონობას ადგილი ვერ ექნება.

ან თქვენი მოწყობილი იქნება, ან საერთოდ არაფერი არ არის... საერთოდ, თუ ვინმე რამის დამალვა უნდა, ან რამე უკანონოს გაკეთება, რატომ გააკეთებს ამას ქალაქის ცენტრში? თქვენ სიუჟეტებს ვნახულობ ხოლმე, მაგრამ ხან მეცინება, ხან კიდევ ვბრაზდები. მე სხვა განწყობა არ მქონია, - ამბობს ვოლსკი. 

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო  გვერდის ავლა. 

მსგავსი სიახლეები