"საგანგაშო და ტრაგედია არ არის" - ზარქუა რუსების ოფისის "საქმიანოზე"
ირაკლი ზარქუა პეკინზე რუსების ოფისის საქმინობაში საგანგაშოს ვერ ხედავს. "ქართული ოცნების" წევრის თქმით, ეს ტრაგედია არ არის და საკითხი არც დარეგულირებას საჭიროებს.
ფულის გამოტანა შეზღუდული აქვთ, ანუ ლიმიტირებული აქვთ და ეტყობა, ამით სარგებლობენ. ზოგი შეიძლება ახლობელი იყოს, ზოგი ნაცნობი იყოს, ზოგი შეიძლება გარკვეული საკომისოს ხარჯზე, ვთქვათ... ეს არის და ეს... აქ რამე საგანგაშოს და ტრაგედიას ვერ ვხედავ. თი რამე დარღვევაა, არის ეროვნული რეგულატორი ეროვნული ბანკის სახით და შესაბამსიად, ვთქვათ, გაამკაცრებს, თუმცა ამის აუცილებლობა მე ვერ ვნახე, - ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო გვერდის ავლა.