საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებს სანქციის ქვეშ მყოფი რუსები იყენებენ - პაატა მანჯგალაძე

30.01.23 15:44
საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებს სანქციის ქვეშ მყოფი რუსები იყენებენ -  პაატა მანჯგალაძე

,,ტვ პირველის" მიერ თბილისის ცენტრში აღმოჩენილი რუსული ოფისები  - საგამოძიებო უწყება კვლავ დუმილის რეჟიმშია და არაფერს ამბობს საეჭვო გადარიცხვებზე, რომლის შესახებ ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა მოიპოვა.

ვინ იყენებს ქართველი ახალგზრდების ანგარიშებს დიდი ფულის გასანაღდებლად, არიან ეს სანქცირებული რუსული კომპანიები, თუ კერძო პირები? - ,,შაბათის ეთერის" გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს ოპოზიცია საგანგაშოს უწოდებს  და მმართველ პარტიას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებს სანქცირებული რუსი ბიზნესმენები იყებნებენ, ამასთან დაკავშირებით კი საქართველოს ხელისუფლება დუმს, რადგან ეს ფაქტი მის ინტერესებშიც შედის.  

ეს განგებ კეთედება, საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებზე ირიცხება თანხები, თითქოს, რუსები აქ არაფერ შუაში არ არიან. სინამდვილეში ეს რუსები არიან და ჩვენი ინფორმაციით, არიან ადამიანები, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან. 

ეს არის სწორედ სანქციებისთვის გვერდის ავლა და პირდაპირ გამოძიების ინტერესი უნდა იყოს, თუ არ ტრანზაქციებია და შავი ფულის მიმოქცევას აქვს ადგილი. 

თუმცა, ამას არ გააკეთებს ,,ქართული ოცნება", რადგან თავად არის დაინტერესებული და ჩართული ამ შავ სქემებში -  აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები