სასაცილო და სამარცხვინოა, როცა ღარიბაშვილი ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე საუბრობს - ბოტკოველი
ნუ იტყუები და ნუ თვალთმაქცობ - ასე ეხმიანება ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მოლაპარკების და დიალოგის ფანჯარას ხსნის პოლიტიკურ ოპონენტებთან.
ხელისუფლების კრიტიკოსებმა პრემიერის რიტორიკაში უცხოელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ამოიკითხეს.
სასაცილო და სამარცხვინოა, როცა ღარიბაშვილი ოპოზიციასთან თანამშრომლობასა და რამე კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს.
ღარიბაშვილისთვის თანამშრომლობა ცოტა უცხო სიტყვაა, ოპოზიციასთან თანამშრომლობა ხომ მთლად უცხო.
ღარიბაშვილისთვის მნიშვნელოვანია, შეასრულოს ივანიშვილის დავალება. ყველამ კარგად იცის, რომ მისი ყველა ქმედება მორგებულია ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილს - ამბობს ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი.