ვაკეთებთ ფულს - თბილისში მდებარე რუსულ ოფისებთან კვლავ ქართველი სტუდენტების რიგები დგას
რუსების ოფისთან ისევ სტუდენტების რიგები დგას. შესაძლო დანაშაულის ფაქტების გასაჯაროვებიდან ოთხი დღე გავიდა, მაგრამ არცერთი სახელმწიფო უწყება არ დაინტერესებულა, შეემოწმებინა პეკინის გამზირზე მდებარე ოფისი, სადაც რუსეთის მოქალაქეები სავარაუდო ფინანსური მაქინაციებისთვის ქართველი სტუდენტების ანგარიშებს იყენებენ.
ვაკეთებთ ფულს- ეს არის რუსეთის მოქალაქეების პასუხი, თუმცა ფულის კეთებას ამ ქვეყანაში წესით კანონი არგულირებს.
ხელისუფლების უმოქმედობით წახალისებულმა რუსეთის მოქალაქეებმა დღეს ჟურნალისტებისგან თავი არიდების მიზნით ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
ქართველი სამართალდამცველები კი დღეს რუსებისთვის იმის სწავლებას ცდილობდნენ, როგორ უნდა მოიგერიონ მედიის წარმომადგენლები.
მოვლენების ასე განვითარება კი აჩენს ეჭვებს, რომ რუსების ბურუსით მოცულ საქმიანობას ამ ქვეყანაში მფარველები ჰყავს.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.