რატი ბრეგვაძე და პენიტენციური სამსახური ვერ მოიხსნიან პასუხისმგებლობას - სააკაშვილის ადვოკატი

02.02.23 11:56
რატი ბრეგვაძე და პენიტენციური სამსახური ვერ მოიხსნიან პასუხისმგებლობას - სააკაშვილის ადვოკატი

ბრეგაძის მიერ მოხსნილი პასუხისმგებლობა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მიხეილ საააკშილის უფლებადამცველისთვის, რადგან შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით როცა პასუხისმგებლობაზეა საუბარი სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს. 

ჩემთვის სახარება არ არის რატი ბრეგვაძე, ბრეგაძის მსგავსი ადამიანები მინახავს მოსულები და წასულები. რატი ბრეგვაძე და პენიტენციური სამსახური ვერ მოიხსნიან პასუხისმგებლობას, ეს უწყება ვალდებულია, იზრუნოს პატიმრებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გადააბაროს კულტურის სამინისტროს. თუ არ სცალია, დაავალოს მის მოადგილეებს და მიუტანონ სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმაცია, რომელი ექსპერტი რას ამბობს, სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს, ამასთან დაკავშირებითაა კითხვები სასამართლოზე, პასუხები კი ექსპერტების მხრიდან ცხადია, ის ვერ იღებს საკვებს. ნებისმიერი სახის ანალიზზე, მკურნალობაზე თანახმაა, მაგრამ შედეგი არ არის, აქ უკვე სიცოცხლის რისკია. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, პენიტენციური სამსახურის, კლინიკა "ვივამედის" , აი ესენი არიან პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, - შალვა ხაჭაპურიძე

მინისტრი რატი ბრეგვაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული.

მისი თქმით, ამ გზით სააკაშვილის სასჯელისგან თავის ადღწევას ცდილობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.  

მსგავსი სიახლეები