გადმოგირეკავ, მოვისმენ, გეტყვით - აბაშიძე სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვებს გაექცა

02.02.23 11:22
გადმოგირეკავ, მოვისმენ, გეტყვით - აბაშიძე სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვებს გაექცა

სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ,,პირველების" რედაქცია ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა.

,,ტვ პირველი"  დაინტერესდა, ადასტურებს თუ არა რუსეთში საქართველოს საგანგებო წარმომადგენელი სკანდალური ჩანაწერის ავთენტურობას.

ზურაბ აბაშიძე დაიბნა. მან დასაფიქრებლად და ჩანაწერის ხელახლა მოსასმენად დრო ითხოვა, თუმცა, მოგვიანებით სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

მოდით, გადმოგირეკავთ... უნდა ვნახო ჩანაწერი... მოვისმენ და გეტყვით... მოვისმენ და გეტყვით... , - თქვა აბაშიძემ „პირველებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები