გია ვოლსკი აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარში სკანდალურს ვერაფერს ხედავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იუთუბ არხზე გავრცელებულ აბაძიძე-კარასინის სატელეფონო საუბარში სკანდალურს ვერაფერს ხედავს.
,,ტვ პირველის" კითხვაზე, როგორ უთანხმდება საქართველო ოკუპანტ ქვეყანას მთელ რიგ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, გია ვოლსკი ჩვეული აგრესიით პასუხობს.
ეს ფორმატი არსებობს ისე როგორც არსებობს ფორმატები ომში მყოფ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების, ამიტომ ამაში ახალი არაფერია.
თქვენ ამ გამონათებას რომ მოეშვებოდეთ, სჯობს, რა საკვირველია, თქვენ ჩემი პოლიტიკური ოპონენტი კი არა, ჟურნალისტი ხართ.
ის, თუ როგორ უთანხმდებით, არაა შეკითხვა, ესაა რიტორიკული შეკითხვა და პოლიტიკურ ხაზს ატარებს - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ინტერნეტში გუშინ აბაშიძე-კარასინის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა.