მოსახლეობა სწორი ინფორმაციით აღვჭურვეთ - გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკურ რეიტინგებზე
მმართველი პარტიიდან ფორმალურად წასული დეპუტატები NDI-ს კვლევებში ასახულ მაჩვენებელს, საკუთარ დამსახურებად თვლიან.
საუბარია დღეს გამოქვეყნებულ კვლევაზე, სადაც ხელისუფლების რეიტინგი გაზრდილია.
,,ხალხის ძალის" ერთერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ მათ საზოგადოებას დროეულად მიაწოდეს სწორი ინფორმაცია, რომლის გაანალიზების შემდეგ კი მოსახლეობამ მხარი ხელისუფლებას დაუჭირა.
საქართველოს მოსახლეობა დიდი მაჩვენებლით უჭერს მხარს ხელისუფლებას - ეს ფაქტი აი, ამ სუბიექტურ კვლევაშიც კი ვერ დაიმალა.
ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ საზოგადოებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ, ,,ხალხის ძალამ" სწორად გადავდგით ნაბიჯი და აღვჭურვეთ მოსახლეობა სწორი ინფორმაციით. ეს დღითიდღე მტკიცდება.
სწორედ ამის შედეგია დღეს ამ კვლევის შედეგი - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.