ნიკა მელია წარსულია, ჩვენ მომავალი გვაინტერესებს - ლევან ხაბეიშვილი
ნიკა მელია წარსულია - ლევან ხაბეიშვილი წინამორბედის ბრალდებებს პასუხობს. ენმ-ს ახლადარჩეული თავმდჯომარე მელიას ურჩევს, იბრძოლოს არა თანაპარტიელების წინააღმდეგ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულებლად.
ნიკა მელია არის წარსული, გვაინტერესებს მომავალი. წინ! მგონი, ისრები უნდა გაასწორონ, რადგან ჩვენი ხალხის მტერი არის ბიძინა ივანიშვილი.
თუ ვინმე აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს მისი ნებაა.
ნიკა მელიას აზრი არ მაინტერესებს, სხვაგვარად როგორ გითხრათ? - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი - ნიკა მელიამ ,,ტვ პირველზე" ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას პარტიის ახალი თავმჯდომარის მიმართ ბრალდებები გააჯღერა.