,,ოცნება" ევროპულ ინსტიტუტებს ზერელედ ეკიდება - ხატია დეკანოიძე
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების" პოზიციას აფასებს და ამბობს, რომ თუ კომპეტენტური ინსტიტუტის რეკომენდაციები არ შესრულდება, კითხვის ქვეშ დადგება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.
ვენეციის კომისია არის ევროპული ინსტიტუტი, რომლის რეკომენდაციის შესრულება არის ყველა ევროპული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება არ მოხდება უმრავლესობის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ისინი ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციებს ზერელედ ეკიდებიან. ასეთ შემთხვევაში არავითარი აზრი არ ჰქონდა კანონპროექტის მათთან გაგზავნას და ეს პუნქტი ევროკავშირის რეკომენდაციების არ ჩაითვლება შესრულებულად, რადგან პირდაპირ ბმაშია ვენეციის კომისია ამ რეკომენდაციების შესრულებასთან - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
,,ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი გაუგზავნა. პასუხს ხელისუფლება ერთ თვეში მიიღებს, თუმცა, როგორც დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება ყოველთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება არაა