ხელისუფლების საიდუმლო ვიზიტები მოსკოვში - ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს

05.02.23 11:58
ხელისუფლების საიდუმლო ვიზიტები მოსკოვში - ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს

"ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც "ქართული ოცნების" რუსეთის ხელისუფლებასთან საიდუმლო ვიზიტებს და კონსპირაციულ შეხვედრებს ეხებოდა, ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს, პაატა მანჯგალაძეს აინტერესებს, რას იღწვის ხელსუფლება, ევროინტეგრაციას თუ რუსე-ბელორუსის კავშირში შესვლას. 

ეს არის პროცესი, რომელზეც ანგარიში უნდა ჩაებარებინა, წესით, საქართველოს მოქალაქისთვის. რას თმობს საქართველო და რის სანაცვლოდ იგებენ რუსეთის გულს. მე კითხვა მაქვს, რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესი? ეროვნული ინტერესი არის დასავლეთთან დაახლოება, ევროპაში ინტეგრაცია, ნატოს წევრობა თუ რუსეთთან დაახლოება და რუსეთ-ბელორუსის კავშირში შესვლა საქართელოში?, - ამბობს მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები