ზურაბიშვილს პირველად აქვს ასეთი შანსი - სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში

06.05.21 13:24
ზურაბიშვილს პირველად აქვს ასეთი შანსი - სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში

სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში არიან. კანონს, რომელიც, მათი აზრით, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, სავარაუდოდ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. საუბარია კანონპროექტზე, რომელის მიხედვითაც,  166-ე და 173-ე მუხლებში ცვლილებები შედის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასჯელი უფრო მკაცრდება

სალომე ზურაბიშვილს პირველად თავისი კარიერის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, ჩაიდინოს ის, რისი უფლებაც აქვს, რეალურად ბევრი უფლებამოსილება არც დაუტოვა "ოცნებამ" და ერთადერთი შანსი, როცა შეუძლია, აჩვენოს, რომ აქვს ძალა და პრინციპული პოზიცია, მითუმეტეს პოზიცია, რომელსაც ამყარებს საერთაშორისო საზოგადოება, აშშ-ს განცხადება, უბრალოდ არ ვიცი მე, რამდენად მოკლე თოკით ჰყავს დაბმული ივანიშვილი", - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

 "ოცნების" მმართველობის პერიოდში საბჭოთა კოდექსი კიდევ უფრო საბჭოთა გახდა" - ამბობს ნიკა ფარულავა. 

პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ვეტო, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების აზრს ვერ ვხედავ, რადგან მმართველო გუნდი მყარად არის იმ პოზიციაზე, რომ ეს კანონი უნდა იქცეს წესად, რომლითაც მოხდება დევნა, - ამბობს "მოძრაობა საქართველოსთვის" ლიდერი, ალიკა კუპრავა. 

კანონპროექტი "ოცნებამ" 26 აპრილს დაარეგისტრირა, ხოლო 28 აპრილს კი პირველი მოსმენით 72-მა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ტვ პირველის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დასადებად ემზადება.  

მსგავსი სიახლეები