მნიშვნელობა არ აქვს, სად წავა, პოლიტიკაში, თუ ბიზნესში, სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს - კალაძე
წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ამნისტიაზე გადაწყვეტილებას კონკრეტული პარტია იღებდა - აცხადებს ,,ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე.
კალაძის განმარტებით, სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ იმის მიუხედავად, სად აპირებს მოღვაწეობას მომავალში, ექსპრეზიდენტი სასჯელს აუცილებლად მოიხდის.
ვერანაირი პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და არც მიუღია არასდროს. ეს წლები ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, როცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა.
არის კონკრეტული დამნაშავე, აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი და რა თქმა უნდა, ამაზე მას მოუწევს სასჯელის მოხდა.
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი სად იქნება, პოლიტიკაში, ბიზნესში, თუ სახლში დაჯდება. აქ საუბარია იმაზე, რომ მას უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი. - განაცხადა კახა კალაძემ.
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხიდან იმ შემთხვევაში გაუშვებდნენ, თუ ყველა ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა.
დღეს კი ირაკლი კობახიძემ თავისი სიტყვა უკან წიღო და თქვა, რომ ამნისტიას ერთ კონკრეტულ პატიმარს, სააკაშვილს, ვერ შეახებდა.