სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - "პირველების" ინფორმაციით, ღამით "ვივა მედში" სრული მობილიზება იყო

11.02.23 12:58
სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - "პირველების" ინფორმაციით, ღამით "ვივა მედში" სრული მობილიზება იყო

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. გასული ღამე მესამე პრეზიდენტისთვის კრიტიკული აღმოჩნდა.

"პირველების" ინფორმაციით, ღამით "ვივა მედში" სრული მობილიზება იყო. მედიკოსები და პენიტენციური სამსახურიიც. კლინიკაშია ზურაბ ჩხაიძეც. უკვე ორი საათია მესამე პრეზიდენტის პალატაში მისი დედაა შესული.

სავარაუდოდ, ამ წუთებში, კლინიკის კლინიკური დირექტორიი გიული ალასანაისთან შეხვედრას მართავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებთან შეხვედრას ითხოვდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედის" საკნად ქცეული პალატიდან იტყობინებოდა, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 

მსგავსი სიახლეები