ღარიბაშვილის და ივანიშვილის პროგნოზები არ გამართლდება, რადგან ამ ომში უკრიანა გაიმარჯვებს - ბოტკოველი

11.02.23 16:15
ღარიბაშვილის და ივანიშვილის პროგნოზები არ გამართლდება, რადგან ამ ომში უკრიანა გაიმარჯვებს - ბოტკოველი

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ უკრაინასთან მიმართებაში "ოცნებამ" საერთოდ ხმა რომ არ ამოიღოს ეს უკეთესად აისახება ჩვენს ქვეყანაზე.

ბოტკოველის თქმით, მართველი გუნდისთვის და პირადად ივანიშვილისთვის და ღარიბაშვილისთვის ნამდვილად არაპროგნოზირებადია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რადგან ოპოზიციონერის თქმით, მათი პროგნოზები არ გამართდება და ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. 

ხელისუფლების წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე იქნება ,,ქართული ოცნების" თუ ნებისმიერი მაღალჩინოსანი, პირიქით, მათ იციან, სულ ხმა რომ არ ამოიღონ და არაფერი თქვან, ეს კიდე შეიძლება სასიკეთოდ აისახოს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობაში. 

ივანიშვილისთვის? ეს არაპროგნოზირებადი იქნება, იმიტომ, რომ მთავარი პროგნოზი და რეალური, რაც ამ ომის შემდეგ იქნება, ეს იქნება უკრაინის გამარჯვება. ის პროგნოზები, რაც მას აქვს და მათ არანაირი სურვილი არ აქვთ უკრაინის გამარჯვების და ყველა გამოხატულებაში პირიქით უკრაინის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ღარიბაშვილის პროგნოზები არ გამართლდება, გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს ცივილიზებული სამყარო და უკრაინის გამარჯვებასთან ერთად ამ ქვეყანაში დამარცხდება ,,ქართული ოცნების" რუსული მმართველობა", - ამბობს ბოტკოველი.

დღეს ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარემო, რომელიც უკრაინასა და რეგიონშია შექმნილი, არაპროგნოზირებადი გახდა, ჩვენი ამოცანაა ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა.

მსგავსი სიახლეები