ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენცია კრიმინალური პოლიციის ალყაშია

11.02.23 15:20
ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენცია კრიმინალური პოლიციის ალყაშია

ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენცია კრიმინალური პოლიციის ალყაში მოაქციეს. მთელ დასახლებაში სამართალდამცველები პატრულირებენ. პოლიციის უპრეცედენტო მობილიზების მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა. ივანიშვილის სასახლესთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს.

ყველზე დიდი ოპოზიციური პარტია გურიაში გაერთიანებული ძალებით ჩავიდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა წყენები დაივიწყეს და ახლა ერთად ცდილობენ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ხმა მიაწვდიდონ.

"ლანჩხუთიდან ჩამოვედით, ვისვენებთ ქალბატონო, გითხარით. ქალბატონო ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს", - ამბობენ სამართალდამცველები.

მსგავსი სიახლეები