დაასრულეთ ტელევიზიებში ლაქლაქი - ხაბეიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს

11.02.23 15:47
დაასრულეთ ტელევიზიებში ლაქლაქი - ხაბეიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს

ყველზე დიდი ოპოზიციური პარტია ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან გაერთიანებული ძალებით ჩავიდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა წყენები დაივიწყეს და ახლა ერთად ცდილობენ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ხმა მიაწვდიდონ.

გურიაში ჩასულმა ენმ-ს თავმჯდომარემ ოპოზიციონერ ლიდერებს მოუწოდა ერთმანეთთან დაპირისპირება და ტელევიზიაში ლაქლაქი დაასრულონ და ენერგია მოქმედებაში დაარჯონ.

"მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უდრის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და რატომ გვინდა ევროკავშირი? ევროკავშირი ნიშნავს ჩვენი პენსიონერების ღირსეულ სიბერეს. ევროკავშირი ნიშნავს ჩვენი სტუდენტების უკეთეს განათლებას. ევროკავშირის ნიშნავს ჩვენი ხალხის ნორმალურ დასაქმებას და ნორმალურ ხელფასს. დღეს გროშებზე ამუშავებენ ქართველ ხალხს. 300-400 ლარად ახალგაზრდებს ღამეების თენება უწევთ. მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავებს ოპოზიციონერებს ეძახიან, დაასრულეთ ერთმანეთთან დაპირისპირება და ლაქლაქი ტელევიზიაში. ენერგია დახარჯეთ ხალხთან ურთიერთობაში. ენერგია დახარჯეთ მოძრაობაში, მოქმედებაში და რუს ოლიგარქთან. ენერგიას ნუ ხარჯავთ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ეს არის შესაძლებლობა რუსი ოლიგარქისთვის, მისი კრიმინალური ხელისუფლებისთვის. ის გვაშორებს ევროპას და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას",- ამბობს ხაბეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები