ყაჩაღი მეტრომანით - ბადრი ესებუას გაკველული გზა
ყაჩაღი "მეტრომანით", "კოლინზის" ქურთუკით, "პრადას" საფილით და რამდენიმე ტელეფონით - ყველაფერი ბადრი ესებუას საქმის შესახებ.
"შაბათის ეთერმა" რეზონანსული საქმის მასალები მოიპოვა - ირკვევა, რომ 8 თებერვლის ღამეს, ესებუამ ჯიხაშკარიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. პოლიიციის ფაილები წერია, რომ ბრალდებულს დაზიანებები აქვს - ის არ უცემიათ, გაქცევას ცდილობდა რა დროსაც კისრის, მარჯვენა მუხლის და ხელის მტევავი დაიზიანა.
ნომერ პირველი ძებნილი, გალიდან პირდაპირ ჯიხაშკარში, ოამიანე ჯიქიას სახლში ვერ მოხვდებოდა - ესებუამ წალენჯიხის სოფლები გაიარა, მათ შორის დიდი ალბათობით, გრიგოლიში, სადაც ბადრი ესებუა დაიბადა და გაიზარდა, მისი მშობლები კი დღემდე იქ ცხოვრობენ.
როგორ გავიდა პოლიცია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელზე?
- ესებუას ადგილსამყფოლზე თუ ინფორმაციას მიაწვდიდი პოლიციას ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, ამიტომ ჯიხაშკარში ეჭვი აქვთ, რომ შინაგანს აქმეთა სამინისტროში ინფორმაცია ასე შევიდა.
- არებობს კიდევ ერთი ვერსია: ომიანე ჯიქიას შვილშვილი პოლიციამ ერთი წლის წინ დააკავა სრულიად სხვა საქმზე. ის სასჯელს ქუთიასის ციხეში იხდის. მისი კამერა ფარულ მოსმენაზე იყო აყვანილი, სამართალდამცველბმა სავარაუდოდ თანამოსკნეების საუბრიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ ბადრი ესებუა ომაინე ჯიქიას ქალიშვილის სახლში იმყოებოდა გალის რაიონის სოფელ გაგიდაში და დადიოდა სტუმრად ომიანე ჯიქიასთან ჯიხაშკარში.
ომიანე ჯიქიას შვილი ადასტურებს, რომ მისი ვაჟი ნამდვილად დაკავებულია, თუმცა ამბობს, რომ მას ჩვენება ესებუას წინააღმდეგ არ მიუცაია.
რა ამოიღეს ჩხრეკის შედეგად?
- ბადრი ესებუას საოკუყპაციო რეჟიმის მიერ ბესლან ანჩაბაძის სახელზე გაცემული ე.წ აფხაზური პასპორტი აღმოჩნდა.
ამ ე.წ. პასპორტით ის, ოკპირებილ ტერიტორიაზე გადადგილდებას უპრობლემოდ შეძლებდა. ესებუას თან ქჰონდა რუსული ფული, რაც ადასტურებს მის ოკუპირებულ რეგინში ყფონას.
- გამომძიებლები წერენ, იმასაც რომ ჩხრეკის დროს ესებუას მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი "მეტრონი" აღმოაჩნდა. აღნიშნული ბარათით სარგებლობა მხოლოდ თბილისშია შესაძლეველი, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს, "ზუგდიდი ქარდი" ქვია. ჩხრეკის დროს ამოღებული ეს მტკციებუელება აჩენს კიტხვას, იყო თუ არა ძებნლი ესებუა თბილისშიც.
პოლიციის ფაილებში საეჭვო კიდევ ეერთი ჩანაწერია -
- ჩხრეკის დროს ყაჩაღს სამეგრელოდან თან ჰქონდა "კოლინსის" ბრენდის ქურთუკი. ამ ბრენდის მაღაზია ზუგდიდში არ არის, არც ოკუპირებულ გალში, თბილისში კი სამ ფილიალია.
"შაბათის ეთერმა" პოლიციის ფაილებში ნახა ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ძებნის პერიოდში ბადრი ესებუა იყენებდა ტელეფონს საკომუნიკაციოდ, მაგრამ ვერცერრთხელ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის კვალზე ვერ გავიდა.
- სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს "სამსუნგის" და "სიგმას" ფირმის ტელეფონები ბატარეის და სიმ ბარათების გარეშე, ასევე ფოვერბანკი.
- ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმეში დევს აუდიო ფაილი - ბადრი ესებუას სატელეფონო საუბარი - "საქართველოს ბანკის" თანამშრომლეთან.
- "შაბათის ეთერის" მიერ მპოვებულ პოლიციის ფაილებში წერია, რომ გამოძებამ "საქართველოს ბანკიდან" ექსპერტიზაზე წაიღო წყლის 12 ჭიქა, საკანცელარიო დანა და ხაჭაპურის ნაჭერი.