ადიკო ივანიშვილმა შეკვეთილში აქციის მონაწილეებს ავტომობილით ჩაუარა (ფოტო)

11.02.23 17:58
ადიკო ივანიშვილმა შეკვეთილში აქციის მონაწილეებს ავტომობილით ჩაუარა (ფოტო)

ადიკო ივანიშვილმა აქციის მონაწილეებს შეკვეთილში ავტომობილით ჩაუარა და გადახედა

ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა დღეს აქცია შეკვეთილში.  "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას ითხოვდნენ.  ქვეყნის არაფორმალური მმართველი აქციის მონაწილეებთან, რა თქმა უნდა, არ გამოჩენილა, თუმცა "პირველების" კამერამ მისი ძმა დააფიქსირა.

დღეს გურიაში სამართალდამცველები აჭარიდან ჩაიყვანეს. ბლექსი არენადან ივანიშვილის რეზიდენციამდე, შეკვეთილის მთელ პერიმეტრს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები იცავდნენ.  

 

მსგავსი სიახლეები