ღარიბაშვილი უკრიანაზე ასეთ განცხადებას იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარი ხალხი შიშში ჰყავდეს - ცისკარიშვილი

11.02.23 17:32
ღარიბაშვილი უკრიანაზე ასეთ განცხადებას იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარი ხალხი შიშში ჰყავდეს - ცისკარიშვილი

ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილს განცხადება საკუთარი ხალხის შეშინებას ემსახურება მიზნად.

ცისკარიშვილის თქმით, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, მშვიდობა არ იქნება.

მაშინ, როდესაც რამშტაინში იკრიბება 50 ქვეყნის პირველი პირი და თავდაცვის მინისტრები და მიდის მსჯელობა, როგორ გაძლიერდეს უკრაინა, ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს რუსეთის უპირატესობაზე. რისთვის აკეთებს ამას, იმისთვის, რომ საკუთარი ხალხი ჰყავდეს შიშში. საკუთარ ხალხს ესაუბროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება თბილისი გადაიქცეს მარიუპოლად და მეორე ფრონტი გაიხსნას აქ. მთელი ცივილიზებული სამყარო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ იყოს რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს უკრაინა გამარჯვებით, რადგან თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს იქ მშვიდობა არ ვერ იქნება",- ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

"ქართული ოცნება" რუსულ ნარატივს უწყვეტ რეჟიმში ავრცელებს.  ირაკლი კობახიძე, მამუკა  მდინარაძე და ახლა უკვე ირაკლი ღარიბაშვილიც. კრემლიდან წამოსული ქების შემდეგ, ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის საამებელი განცხადებების გაკეთება არ შეუწყვიტავს. ჯერ ომში რუსულ წინსვლაზე, ახლა კი არაპროგნოზირებად გარემოზე საუბრობენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები