საქართველოს სახელმწიფოს მომავალი ომის შესაძლო დასასრულს უკავშირდება - სამადაშვილი

11.02.23 17:44
საქართველოს სახელმწიფოს მომავალი ომის შესაძლო დასასრულს უკავშირდება - სამადაშვილი

მთავრობის მეთაურის დღევანდელი განცხადებების მოსმენის შემდეგ, ოპოზიციას დარჩა განცდა, რომ ქვეყანას სათავეში პუტინის დავალებების შემსრულებელი ხელისუფლება ჰყავს.

"ლელოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი სწორედ ამ ომის დასასრულზეა დამოკიდებული.

სამადაშვილის თქმით, თუ ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდება, მაშინ საქართველოც რუსეთის გამარჯვებასთან ერთად დასრულდება.

საქართველოს სახელმწიფოს მომავალი მთლიანად უკავშირდება სწორედ ამ ომის შესაძლო დასასრულს და თუ ეს ომი ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ სრულდება რუსეთის გამარჯვებით, მაშინ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ, დასავლეთში ინტეგრირებულ სახელმწიფოს მომავალი არ ექნება და დასრულდება რუსეთის გამარჯვებასთან ერთად", - ამბობს სალომე სამადაშვილი

"ქართული ოცნება" რუსულ ნარატივს უწყვეტ რეჟიმში ავრცელებს.  ირაკლი კობახიძე, მამუკა  მდინარაძე და ახლა უკვე ირაკლი ღარიბაშვილიც. კრემლიდან წამოსული ქების შემდეგ, ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის საამებელი განცხადებების გაკეთება არ შეუწყვიტავს. ჯერ ომში რუსულ წინსვლაზე, ახლა კი არაპროგნოზირებად გარემოზე საუბრობენ. 

მსგავსი სიახლეები